spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მერი და საკრებულოს წარმომადგენლები ბორჯომელ წარმატებულ სპორტსმენს გიორგ ტალახაძეს შეხვდნენ

ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ბორჯომელ წარმატებულ სპორტსმენს გიორგ ტალახაძეს  შეხვდნენ.

გიორგი ტალახაძემ საერთაშორისო ტურნირ ,,საქართველოს გრან პრი- სტრონგმენში” სამ ნომინაციაში გამარჯვება მოპპოვა. სპორტსმენებმა 20-ტონიანი სატვირთო გაწიეს 20 მეტრზე. გარდა ამისა, გიორგი ტალახაძემ ინდივიდუალურ შეჯიბრში 310 კილოგრამი შტანგა ასწია და პირველი ადგილი დაიკავა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,  გამარჯვებულ სპორტსმენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 1000 ლარი გადასცა.

“ვულოცავ გიორგის ამ დიდ მიღწევას. ეს როგორც საქართველოსთვის, ასევე,  ჩვენი ქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა.  ჩვენ მაქსიმალურად ვუდგავართ გვერდში და  და ეს თანადგომა  კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება”, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

საერთაშორისო შეჯიბრება, რომელიც თბილიში ჩატარდა ქართველ სპორტსმენებთან ერთად  სომხეთის, უკრაინის, გერმანიის, აზერბაიჯანის, ირანის, ლიეტუვის, თურქეთის სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები