spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ამილახვარი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ისტორიული მნიშვნელობის პროექტია ქართულ განათლებაში

“ისტორიული მნიშვნელობის პროექტი მიმდინარეობს ქართულ განათლებაში. ეს არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილების ოჯახი  და ფონდი „ქართუ“, ჯამში 1 მილიარდი  ევროს ღირებულების“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამილახვარმა.

 

მისი თქმით, განათლების მინისტრმა  ბელგიაში ვიზიტის დროს მოინახულა პირველი ციკლოტრონი, რომელიც უნდა განთავსდეს  ქუთაისის აგრონული თერაპიის ცენტრში. 

 

“იქ განთავსდება ორი ასეთი ციკლოტრონი.  ერთი სამეცნიერო-კვლევითი ფუნქციით დაიტვირთება და უკვე გამოთქვეს წამყვანმა უცხოელმა მეცნიერებმა  პროცესში ჩართვის სურვილი. მეორე მოემსახურება სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდით.ასეთი ტიპის კლინიკა რეგიონში არ არსებობს. შესაბამისად, ეს იქმნება პირველი უპრეცენდენტო მიზიდულობის ძალა, რომელიც საქართველოში გაჩნდება, როგორც სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობის თვალსაზრისით, ასევე სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა. 

 

მისი თქმით,  ერთი მხრივ,  აგრონული თერაპიის ცენტრში ქუთაისის უნივერსიტეტში და მეორე მხრივ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ხელმოწერილი Horizon Europe-ის ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც ქართველ მეცნიერებს 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს,  ახლო მომავალში ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალს ერთიორად გაზრდის და საქართველოში შესაძლებელი იქნება თანამედროვე კვლევების წარმოება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები