spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერმან საბო – ჩვენ არავინ გვეკითხება ვის შეუშვებს რიგითი ბიზნესმენი კერძო საკუთრებაში

კერძო საკუთრება არის სიმდიდრის და ჩვენი კარგად ყოფნის საფუძველი. კერძო საკუთრების დეფინიცია კი არის, რომ  ის რაც შენია არის მთლიანად შენი და მას როგორ განკარგავ, მთლიანად შენზეა დამოკიდებული. ხოლო იმ „კარგი მიზნებიდან“ გამომდინარე, რომელსაც მთავრობა იყენებს ხოლმე სხვადასხვა შეზღუდვების შემოსაღებად, მთავრობამ გარდა იმისა, რომ ადამიანებს შეუზღუდა ერთმანეთთან ურთიერთობა და უამრავი უფლება, შეზღუდა კერძო მესაკუთრეების უფლებაც, – განაცხადა „გირჩის“ პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, ჰერმან საბომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

“ადამიანების, რომლებსაც თავიანთ საკუთრებაში გახსნილი აქვთ რესტორნები, ბარები და სხვადასხვა დაწესებულებები. მათ თქვენ, სხვადასხვა მიზეზებით თუ სხვადასხვა გეგმებით, შეუზღუდეთ უფლება გამოიყენონ, განკარგონ საკუთარი საკუთრება ისე, როგორც წარმოუდგენიათ რომ უნდათ განკარგონ. ჩემი აზრით არც მთავრობას, არც პარლამენტს, არც თქვენ და არც მე არავინ გვეკითხება ვის შეუშვებს რიგითი ბიზნესმენი კერძო საკუთრებაში, მწვანე პასპორტიანს, ლურჯ თვალებას, ქერას თუ ასე შემდეგ. ეს არის ამ ადამიანების პრეროგატივა და ამ ადამიანების უფლება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეზღუდვას ვინც ეწინააღმდეგება იმ ხალხის უმრავლესობამ წლების წინ ტაში დაუკრა, როდესაც მთავრობამ ისეთივე „კეთილი“ მოტივებით რესტორნებში მოწევა აკრძალა“, – განაცხადა „გირჩის“ ჰერმან საბომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები