spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკატერინე ტიკარაძე – “ომიკრონის“ დღეს გამოჩენის შემთხვევაშიც საქართველოს გააჩნია რესურსი, რომ ვირუსი გამოავლინოს

“ომიკრონის“ დღეს გამოჩენის შემთხვევაშიც საქართველოს გააჩნია რესურსი, რომ ვირუსი გამოავლინოს, – ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მოქმედმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რომ არსებობს ინფორმაცია საერთაშორისო ლაბორატორიასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ, რათა მოხდეს „ომიკრონზე“ მორგებული ტესტების შეძენა.

ტიკარაძის თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში არსებობს კონფიდენციალურობის ვალდებულება, რის გამოც ვერ გაავრცელებს ზუსტ ინფორმაციას.

“აქედან გამომდინარე, ვერ გავაჟღერებ ზუსტ ინფორმაციას, მაგრამ მინდა დაგიდასტუროთ, რომ „ომიკრონის“ დღეს შემოსვლის შემთხვევაშიც საქართველოს გააჩნია იმის რესურსი, რომ ვირუსი გამოავლინოს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

მისივე თქმით, “ომიკრონი“ ჯანდაცვის სისტემისთვის ახალი გამოწვევა იქნება, თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება ის მოცულობები, რაც ამ ახალ შტამს ახასიათებს.

“გამომდინარე იქიდან, რომ ვაკვირდებით, როგორია მისი გავრცელება სხვა ქვეყნებში, ის უფრო სწრაფად ვრცელდება და მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება და მყისიერი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

როგორც ჯანდაცვის მოქმედმა მინისტრმა განაცხადა, საქართველო რისკის ქვეშ იქამდე იქნება, ვიდრე 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების 90 პროცენტი არ აიცრება.

 

“რაც შეეხება ლეტალობის მაჩვენებელს, ის ძირითადად ახასიათებს ძირითადად 60 წელზე ზევით მოქალაქეებს, რომლებიც არიან რისკჯგუფში, ამიტომ საქართველო იქნება ამ რისკის ქვეშ, ვიდრე 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების სულ მცირე 90 პროცენტი არ იქნება აცრილი. სწორედ აქ არის მთავარი გამოწვევა, რომ შევეცადოთ და ჩვენი მშობლები, ბებიები, ბაბუები ავცრათ და დავხვდეთ ახალ შტამს მომზადებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები