spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აკაკი მინაშვილი – საკვების 80% უბრალოდ იყრება და მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია მისი მიღება

საკვების 80% უბრალოდ იყრება და მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია მისი მიღება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკო მინაშვილმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემსდეგ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა  რთულია და გაუგებარია ექიმის განცხადება, რომ მას სრულფასოვნად კვება შეუძლია. 

 

“პირველ რიგში,  მინდა გითხრათ, რომ ის გაციელბით სუსტადაა, ვიდრე ჩემს წინა ვიზიტზე.  ბუნებრივიც არის მიხეილ სააკაშვილი არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ამას მარტო ჩვენ არ ვსაუბრობთ, ვინც იქ შედის, ამას საუბრობენ ექიმებიც, ამას საუბრობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც, სახალხო დამცველი და ყველა. ანგარიში პირდაპირ აჩვენებს,  რომ ძალიან ბევრი დარღვევა იყო მის საქმეში. ბუნებრივია,  ის არის სუსტად და ჩვენ ვხედავთ ექიმების განცხადებებს, აქ არ არის მკურნალობის ის პირობები, რომელიც იქნება ეფექტური იმ პრობლემის  დასაძლევად,  რაც მას აქვს ამ ტრამვის მიღების შედეგად.

 

კი მოვისმინეთ ექიმის განცხადება, რომ თითქოს სრულფასოვან კვებაზეა გადასული, პროფესიულად ვერ  შევალ ამ საკითხში, შემიძლია ფაქტი გითხრათ, რომ 80 %-ს საკვები უბრალოდ იყრება და მას არ შეუძლია 80 % საკვების მიღება”, -განაცხადა მინაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები