spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აკაკი მინაშვილი – თუ “ქართულ ოცნებას” არ ეშინია და თანაბარ პირობებში შეუძლია ბრძოლა, წამოვიდეს ამ შეთანხმებაზე, მაგრამ ეშინია

საპროტესტო ტალღა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლებას არანაირ შეთანხმებაზე ამ ეტაპისთვის წამოსვლა არ უნდა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკო მინაშვილმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მძიმე ვითარებიდან გამოყვანის გეგმაზე მუშაობს. 

 

“ის მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც ქვეყანას მძიმე ვითარებიდან გამოიყვანს, მანამდე მნიშვნელოვანია კრიზისის დაძლევა. კრიზისი არ დაიძლევა, თუ ფუნდამენტალურ საკითხებზე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული: პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს, უნდა იყოს აუცილებლად სამართლიანი სასამართლო და სამართლიანი საარჩევნო სისტემა,  უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, რომ მოსახლეობამ აირჩიოს ნდობის მქონე ხელისუფლება.

 

თუ “ქართულ ოცნებას” არ ეშინია და თანაბარ პირობებში შეუძლია ბრძოლა, წამოვიდეს ამ შეთანხმებაზე, მაგრამ ეშინია. ჯერჯერობით ჩვენ მათგან პასუხს ვერ ვხედავთ და ამიტომაცაა, რომ პროტესტი გაგრძელდება”, – განაცხადა აკო მინაშვილმა.

 

ის ასევე განმარტავს, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და უიმედობის დათესვას ბიძინა ივანიშვილის ჯგუფი ცდილობს, რომ ამით მოქალაქეების აქტივობა შეასუსტონ. 

 

“საპროტესტო ტალღა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლებას არანაირ შეთანხმებაზე ამ ეტაპისთვის წამოსვლა არ უნდა. 21 დეკემბრისათვის არის ჩანიშნული დიდი მანიფესტაცია. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ მოვიდნენ ამ აქციაზე და საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. 

 

დღეს ბიძინა ივანიშვილის და მისი მარიონეტების მცირე ჯგუფი ცდილობს, რომ  ნიჰილიზმი გაავრცელონ საზოგადოებაში,  რომ არაფერი გამოვა და არაფერი შეიცვლება. პროტესტის დაფიქსირება არის აუცილებელი,  ამით ჩვენ უნდა დავამარცხოთ ის სტრატეგია და ტაქტიკა, რაც აქვს ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა მინაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები