spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გედევან ფოფხაძე – ირაკლი კობახიძეს საერთოდ არ უნდა, ოპოზიცია ყავდეს ამ ქვეყანაში

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ეუბნება მოინანიეთო, მურუსიძემ და ჩინჩალაძემ მოინანიეს? – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს. 

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ტერორს “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაუძლო, რადგან ძლიერი იყო, სხვა პარტიები ამის  მსხვერპლი გახდნენ. 

 

“კობახიძეს განცხადება არის ძალიან ცინიკური და საერთოდ რეალობას მოკლებული, როდესაც 30 პროცენტიან პარტიას ეუბნები, რომ შენ გაუქმდი და საერთოდ არ მინდა ამ ქვეყანაში ოპოზიცია მყავდეს,  სხვა პარტიების მიმართ რა დამოკიდებულება აქვს? რა “თავისუფალ დემოკრატებს” მოეპყრა სხვანაირად, რესპუბლიკელებს, თუ ბურჭულაძის პარტიას ქონდა კომფორტული გარემო ამ ქვეყანაში?  ეს ნიშნავს,  რომ მას საერთოდ არ უნდა ოპოზიცია ყავდეს ამ ქვეყანაში. 

 

ამ პოლიტიკურ ტერორს თუ გაუძლო “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ძლიერი იყო და იმიტომ, სხვა პარტიები ამ ტერორის მსხვერპლი გახდნენ. “ნაციონალურ მოძრაობას” თუ მოერეოდნენ, მასაც გაანადგურებდნენ. 

 

კობახიძის ფრაზა არის ამ პოლიტიკური ტერორის  ნაწილი. ის ყველას ეუბნება გაუქმდითო, მარტო “ნაციონალურ მოძრაობას” არ ეუბნება ამას. მურუსიძისთვის და ჩინჩალაძისთვის არ უთქვამს მოინანიეო, არ უთქვამს ამის შესახებ  არც პროკურატურის და სუსის თანამშრომლებისთვის. რა, მურუსიძემ და ჩინჩალაძემ მოინანიეს?” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები