spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – განვიხილეთ მოსალოდნელი არჩევნები, რუსული ოკუპაცია და შავი ზღვის უსაფრთხოება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“შევხვდი საქართველოს მეგობრებს, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მოსალოდნელი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება.

მათი ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია”, – წერს ზურაბიშვილი.

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვივნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები