პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია. პოლიტიკოსების ნაწილმა მისაწვევები უკვე მიიღო.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის თქმით, მიწვევისთვის მზად არიან, რათა ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი.
“პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ერთობლივად დაძლიოს თავისი გადაწყვეტილებებით, თუმცა ამ მხრივ ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. ჩვენ მიწვევისთვის მზად ვართ, არა საზეიმოდ არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი”, – განაცხადა ბოტკოველმა.