საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზეც პატრიარქს კურთხევა სთხოვა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ხვალ პოლიტიკური პარტიებისათვის საახალწლო მიღებას გამართავს.
ღონისძიება ორბელიანების სასახლეში ხვალ, 16 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.