დასავლეთის მარიონეტების შეტევის კიდევ ერთი სუსტი ტაქტიკური ნაბიჯი არის მორიგი დეზინფორმაცია, მაგრამ გამიზნული ასევე წინასაარჩევნოდ – რატომ არავინ იღებს ხმას, თუ რამდენი სტრატეგიული ობიექტი გადასცა სააკაშვილმა რუსეთს, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით წერს.
“დასავლეთის მარიონეტების შეტევის კიდევ ერთი სუსტი ტაქტიკური ნაბიჯი: “ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ქონება შეიძინა.” ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, მაგრამ გამიზნული ასევე წინასაარჩევნოდ!
1. რატომ არ იღებს ხმას არავინ თუ რამდენი სტრატეგიული ობიექტი გადასცა სააკაშვილმა რუსეთს; 2. მათმა ახალმა რჩეულებმა, ოპოზიციონერებმა როგორი ქვეშ გაწოლის პოლიტიკა აირჩიეს რუსეთთან მიმართებაში; 3. როგორ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა რუსეთს, აშშ-ის და ევროპას შორის რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში. ეს კითხვები არც აქაურ და არც უცხოელ მავნებლებს არ უჩნდებათ, სამაგიეროდ ნებისმიერი სახის “ფეიკს” ავრცელებენ ისევ და ისევ საარჩევნო გარემოზე ზეწოლის მიზნით”, – წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.