spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ჩემი რჩევა ივანიშვილს, თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძამისის თემურ ალასანიას დაკითხვაზე დაბარებას ეხმაურება.

 

“გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს. ჩემი რჩევა ივანიშვილს – თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. 

 

ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები