spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 17 მაისის საქმეზე 193 500 ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 2013 წლის 17 მაისის საქმეზე დაზარალებულთათვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა.

 

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3  მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე- 14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა). სასამართლომ ასევე დაადგინა მე-11 მუხლის დარღვევა (შეკრების აკრძალვა), მე -14 მუხლთან ერთად.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჯგუფებისგან და ასევე ვერ უზრუნველყო ადეკვატური გამოძიება.

 

დაზარალებულები არიან 35 მოქალაქე და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია  – “ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი” და “იდენტობა”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები