spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ჩიტაძე – “ქართულმა ოცნებამ“ ახლა რომ დაიწყოს შერიგებაზე საუბარი, შეიძლება მისმა მომხრეებმა მოთხოვონ პასუხი

“ქართულმა ოცნებამ“ ახლა რომ  დაიწყოს შერიგებაზე საუბარი, შეიძლება მისმა მომხრეებმა მოთხოვონ პასუხი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ  Front News-ს  განუცხადა. 

 

მისივე თქმით, პრეზიდენტთან დღევანდელმა შეხვედრამ,  ნაკლებად მოსალოდნელია, რომ  კონკრეტული შედეგი მოიტანოს.

 

“პრეზიდენტი  შეიძლება  შეხვდეს ოპოზიციურ პარტიებს, ცდილობს, რომ შეასრულოს როლი ერის გამაერთიანებელის, შეხვდა პატრიარქს, მაგრამ,  მგონია, ამ შეხვედრას არ ექნება შედეგი.  თუ „ქართული ოცნება“ არ გამოთქვამს სურვილს, რომ რეალურად  მოხდეს შერიგება, ეს ყველფერი ფუჭ საუბრად დარჩება”, – განაცხადა ჩიტაძემ. 

 

მისი თქმით,  მმართველი პარტია შერიგებაზე მაშინ დაიწყებს საუბარს, თუ ქუჩაში ბევრ ხალხს დაინახავს.

 

“ქართულმა ოცნებამ“ რომ  დაიწყოს შერიგებაზე საუბარი, შეიძლება მისმა მომხრეებმა მოთხოვონ პასუხი, – პირსისხლიანებს უწოდებდით და დღეს რატომ ურიგდებითო? ამიტომაც მგონია, თუ მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში და მეტი ადამიანი იქნება განწყობილი კრიტიკულად „ქართული ოცნების“ მიმართ, შიდა და საგარეო ზეწოლამ შესაძლოა  რაღაც შედეგი გამოიღოს”- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

  

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები