9 აგვისტოს უკრაინის დაზვერვის თანამშრომლებმა ყირიმში საზღვაო დრონით MAGURA V5 რუსული ჩქაროსნული ნავი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინა დაზვერვის მთავარი დირექტორატი ავრცელებს.
დროებით ოკუპირებულ ყირიმში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს Group 13-ის ჯარისკაცებმა MAGURA V5-ის დახმარებით რუსი ოკუპანტების კიდევ ერთი გემი გაანადგურეს – პროექტის KS 701 ტიპის ჩქაროსნული ნავი “ტუნა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაზვერვის ინფორმაციით, დაზიანდა ოკუპანტების კიდევ სამი ხომალდი, მათი ტიპი დგინდება.
მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი “ტუნა”, რომელიც განადგურდა ნახევარკუნძულის სანაპიროზე. მანამდე დაზვერვის თანამშრომლებმა ორი გაანადგურეს, კიდევ ორი კი მიმდინარე წლის მაისში დაზიანდა.
უკრაინული წარმოების საზღვაო დრონის MAGURA V5-ის დახმარებით, სულ 18 რუსული ხომალდი დაზიანდა, მათგან 9 განადგურდა.