საქართველოს პარლამენტში, საშემოდგომო სესიის ბოლო დღეს, იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ.
რატი ბრეგაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს. იუსტიციის მინისტრის რანგში რატი ბრეგაძე დეპუტატების წინაშე პირველად წარდგება.
ანგარიშის შემდეგ, იუსტიციის მინისტრი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
ამით საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების მოსმენა დასრულდება და პარლამენტიც საშემოდგომო სესიის ფორმატში მუშაობას დაასრულებს. პირველ თებერვალს კი საგაზაფხულო სესია გაიხსნება.