spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – ნორმალურ სამართლებრივ ქვეყანაში რატი ბრეგაძეს კითხვებს პროკურატურა უნდა უსვამდეს

ნორმალურ სამართლებრივ ქვეყანაში რატი ბრეგაძეს კითხვებს პროკურატურა უნდა უსვამდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თვმჯდომარის მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით,  “ნაციონალური მოძრაობა” იუსტიციის  მინისტრის პარლამენტში მოსმენას არ დაესწრება. 

 

“ნორმალურ,  სამართლებრივ ქვეყანაში რატი ბრეგაძეს კითხვებას  უნდა უსვამდეს პროკურატურა იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაც მან ჩაიდინა უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკაშირებით და სხვა დანაშაულები, რომლებიც ეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას პენიტენციურ დაწესებულებაში.  ყველამ დაადასტურა, რომ საქმე გვაქვს არაადამიანურ და წამების ტოლფას მოპყრობასთან. ბუნებრივია, ამის დამკვეთი იყო რატი ბრეგაძე.  ჩვენ არ ვაპირებთ  ამ დადგმულ სპექტაკლში,  საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში ამ საქმის განხილვას” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

რატი ბრეგაძეს პარლამენტში დღეს “მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმენენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები