spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – დასაქმებული პატიმრების რაოდენობა მუდმივად იზრდება

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა შრომის თავისუფლების უზრუნველყოფა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და, შესაბამისად, დასაქმებულ პატიმართა რაოდენობის მკვეთრი ზრდა. 

 

რატი ბრეგაძის თქმით, სამინისტროს მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, მათთვის საკუთარი შრომით შემოსავლის მიღების შესაძლებლობის გაზრდა, დამსაქმებლისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, დახარჯული ენერგია პირდაპირ აისახება საზოგადოების უსაფრთხოებაზე.

 

“მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების სისტემის გამართვისა და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, დასაქმებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა გაიზრდება. უახლოეს პერიოდში გაიხსნება ობიექტი, სადაც მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენა იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები