spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – საზოგადოება ალბათ, შოკირებულია თქვენი დღევანდელი გამოსვლით ბატონო მინისტრო

საზოგადოება ალბათ, შოკირებულია თქვენი დღევანდელი გამოსვლით, ბატონო მინისტრო, იმიტომ, რომ ჩვენს თანამედროვე ისტორიაში პირველად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პატიმარია, თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა და გამოსვლაში ეს თემა არ გიხსენებიათ, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის  სხდომაზე იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, რომელსაც დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

 

სამადაშვილმა მინისტრს  მოუწოდა, წარმოადგინოს გლდანის ციხეში გადაყვანის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა. 

 

“მინდა წარმოადგინოთ წერილობითი თანხმობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გაცემული აქვს მის გადაყვანაზე გლდანის დაწესებულებაში. თუ ასეთი თანხმობა გაცემული არ აქვს და ასეთი საბუთი ვერ მოიპოვა ვერც საქართველოს სახალხო დამცველმა და ვერც უკრაინის სახალხო დამცველმა, მგონი, თავად გესმით, რასთან გვაქვს საქმე.

 

მეორე – ყველამ ვიხილეთ და სახალხო დამცველმა დეტალურად აღწერა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან. დღეს დადგენილია, რომ მას აქვს პოსტტრავმული სინდრომი. მაინტერესებს, რომ მოგვიყვეთ დეტალურად, რა მოხდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ვინ, როგორ და რანაირად განახორციელა ძალადობა.

 

მესამე – მაინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება, რომ გასაჯაროვებულიყო მისი ფარული ჩანაწერები, რაც მისი ყველანაირი უფლების დარღვევაა. გაჟღერდა, რომ თურმე საქართველოს პრეზიდენტის პატიმრობის პირობებში ვინმე განსაკუთრებულ უფლებებს მოითხოვს. ცხადია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რომ პატიმრობაშია, ეს ქვეყნისთვის უზარმაზარი გამოწვევაა და ის არ უნდა იყოს საპატიმროში, მაგრამ სანამ თქვენს ხელშია, ვალდებული ხართ, მასზე იზრუნოთ როგორც იზრუნებდით სხვა ნებისმიერ პატიმარზე. ასე ზრუნავთ ამ ქვეყანაში პატიმრებზე, როგორც ეს ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში?“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები