spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ჩიტაძე – ამით პრემიერი შეურაცხყოფას აყენებს არა მთავარ ოპოზიციურ ძალას, არამედ მის ამომრჩეველს

ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტრი არ იცვლის რიტორიკას, – ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლის შემაჯამებელი მოხსენების კომენტირებისას განუცხადა. 

 

მისივე თქმით, პრემიერის განცხადება, რომ მას “გარედან მითითება” არ ჭირდება, შემაშფოთებელია.  

 

“ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტრი არ იცვლის რიტორიკას, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან,  ბატონ იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს მას პოლარიზაციის შემცირებისაკენ მოუწოდეს, შეახსენეს,  რომ ნატო ეს პირველ რიგში დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია,  ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ,  რომ პრემიერი ისევ იმაზე საუბრობს,   რომ ოპოზიციაა დესტრუქციული და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. ამით პრემიერი შეურაცხყოფას აყენებს არა მთავარ ოპოზიციურ ძალას, არამედ მის ამომრჩეველს. პრემიერს არ ქონდა ბევრი სალაპარაკო ქვეყანში სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთნ დაკავშირებით და ცდილობს მისი მომხრეების თვალში ქულები იმით დაიწეროს, რომ მას გარედან მითითება არ ჭირდება და საქართველოს ყველამ პატივი უნდა სცეს”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები