spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა მამაკაცი სიმაღლიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა

ცენტრალური ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები აქციას მართავენ. სურამთან ახალი მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები დღეს დილიდან გაიფიცნენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვენ.

 

დასაქმებულები მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და დამსაქმებელ ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს“ უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. 

 

სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 33 წლის უშანგი ამირანაშვილი, ხიდის კონსტრუქციიდან გუშინ გადავარდა და გარდაიცვალა.

 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები