spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნოდარ ხარშილაძე – ასე იწყებდა პუტინი დასავლეთისგან გაუცხოებას, როდესაც სუვერენული დემოკრატია გამოაცხადა

ასე იწყებდა პუტინი დასავლეთისგან გაუცხოებას 2007- 2008 წლებში, როდესაც სუვერენული დემოკრატია გამოაცხადა, – ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, პროცესების ამ მიმართულებით განვითარება ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებამდე მიგვიყვანს. 

 

“ასე იწყებდა პუტინი დასავლეთისგან გაუცხოებას 2007- 2008 წლებში, როდესაც სუვერენული დემოკრატია გამოაცხადა. იგივე გზას დაადგა დღეს საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ამბობს, რომ სუვერენული ქვეყანა ვართ და ჩვენს საქმეებში ნუ ერევითო. მერე იტყვიან, რომ ის ავტორიტარიზმი, რაც უნდათ რომ დაამყანონ,  ეს არის ქართული დემოკრატიის მაგალითი, ანუ, ეროვნული დემოკრატია გვაქვს. 

 

ეს გზა არის ევროპისაგან გაუცხოებისა და საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარებისკენ. ეს სხვა პრობლემებთან ერთად  გამოიწვევას  ცხოვრების დონის დაწევას საქართველოში, რადგან ევროკავშირი აღარ დაგვეხმარება”, – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები