საერთაშორისო ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე მინიმუმ ზაფხულამდე უნდა დარჩეს.
ფხაკაძის თქმით, საქართველოში „ომიკრონის“ შესაძლო გავრცელებისთვის ქვეყანამ მზადება ახლავე უნდა დაიწყოს.
“საქართველოში “ომიკრონის” აქტიურ გავრცელებაზე და იმ შედეგებზე, თუ რა იქნება იანვარში, არც კი მინდა, ვიფიქრო. უნდა დავიწყოთ მზადება ახლავე.
ჩემი პირადი მოსაზრებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი უნდა დარჩეს თავის პოსტზე მინიმუმ ზაფხულამდე და მიეცეს “კარტ ბლანში”, რათა მოამზადოს და მართოს ქვეყანა ამ ურთულეს პერიოდში. ცუნამი მოდის, მე გაგაფრთხილეთ!”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.