spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – არ ვიცი რამდენად უშველის ეს რეაბილიტაცია, ყოველ შემთხვევაში, ამის გარეშე, რომ ძალიან ცუდად იქნება საქმე, ამ დასკვნიდანაც ჩანს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აშკარად აქვს გამოხატული სისუსტე და გადაადგილება უჭირს.

 

“ვერ დადის სწორ ხაზზე. რომ გაატარებენ, იმ მომენტში მარჯვენა მხარეს თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება, დაეცეს. ნევროპათოლოგი რომ სინჯავს, მარჯვენა თვალი ვერ მიყვება. აშკარად აქვს სისუსტე, ჩემი შთაბეჭდილებები რაც არის“, – განაცხადა გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან.

 

მისივე თქმით, ცენტრ „ემპათიას„ დასკვნა მისთვის მისაღებია.

 

“დასკვნა აბსოლუტურად მისაღებია. ნორმალური, შესაფერისი რეაბილიტაცია სჭირდება ადამიანს. არ ვიცი, რამდენად უშველის ეს რეაბილიტაცია, ყოველ შემთხვევაში, ამის გარეშე, რომ ძალიან ცუდად იქნება საქმე, ამ დასკვნიდანაც ჩანს“, – განაცხადა გიული ალასანიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები