რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი Bild-ის სტატიას ეხმაურება, რომელშიც კურსკის რეგიონში უკრაინის სამხედრო ოპერაციაზეა საუბარი.
“გერმანულმა გაზეთმა Bild-მა გამოაქვეყნა რევანშისტული სტატია, რომელშიც ამაყად აცხადებს გერმანული ტანკების რუსეთის მიწაზე დაბრუნების შესახებ, საპასუხოდ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უახლესი რუსული ტანკები Platz d. Republik-ზე გამოჩნდნენ”, – წერს მედვედევი.
The German newspaper Bild has published a revanchist article where it proudly announces German tanks’ comeback to the Russian land. In response, we’re going to do everything to bring the newest Russian tanks to Platz d. Republik.
— Dmitry Medvedev (@MedvedevRussiaE) August 9, 2024