spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ორბელიანების სასახლეში პოლიტიკოსები იკრიბებიან

ორბელიანების სასახლეში პოლიტიკოსები იკრიბებიან. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტთან საახალწლო მიღებაზე მიდიან, ასევე აღნიშნავენ,  რომ შეხვერდაზე ქალთა მონაწილეობის გაზრდის შესახებ ისაუბრებენ.  

 

პრეზიდენტის რეზიდენციასთნ გამოჩნდა ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე. მმართველი პარტიის დეპუტატებისაგან განსხვავებით, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან ეროვნული შერიგების საკითხებზე სასაუბროდ მივიდა. 

 

“მე დამიკავშირდნენ  პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.  რამდენადაც ვიცი,  ამ კვირიდან უკვე დაიწყო და გაგრძელდება  შეხვედრები როგორც ცალკეულ პოლიტიკოსებთან, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ ვხედავთ ამ პროცესს.  ჩემთვის მნიშვნელოვანია “ეროვნული თანხმობის” საკითხი და ძირითად პრინციპებზე შეთანხმება,  ერთ-ერთი ასეთი პრინციპი არის ის, რომ პოლიტიკური დევნა არის მიუღებელი. პოლიტიკური დევნა აზიანებს ქვეყანას და ვიდრე გვყავს დაპატიმრებული დ დასაჭერად გამზადებული პოლიტიკური ლიდერები, ქვეყანაში ვითარება ვერ დამშვიდდება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები