spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თემურ ალასანია სასამართლოში ფულის გათეთრების დღემდე უცნობ საქმეზე დაიბარეს, თუმცა არ მივიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია სასამართლოში ფულის გათეთრების დღემდე უცნობ საქმეზე დაიბარეს, თუმცა პრეზიდენტის ბიძა დაკითხვაზე არ მივიდა. 

 

პროკურატურის ინფორმაციით,  საუბარია  2012 წლის საქმეზე, რომელიც  დაახლოებით ერთი მილიონი დოლარის მითვისებას ეხება.  რა სტატუსით დაიბარეს დღეს თემურ ალასანია  გამოკითხვაზე, პროკურატურა არ აკონკრეტებს.

 

თემურ ალასანიას ადვოკატის ბექა ბასილაის ინფორმაციით, თემურ ალასანია 2 დღის წინ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც შეუძლოდ გახდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლო. სწორედ ამის გამო არ მივიდა სააკაშვილის ბიძა სასამართლოში დღეს დანიშნულ გამოკითხვაზე.

 

ბექა ბასილა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიების კითხვებს არ გაურბის და ამის დასტური იყო რამდენიმე დღის წინ სასამართლოში გამოკითხვაზე მისი მისვლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები