spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინამ იცის როგორ დააბრუნოს სამართლიანობა, სწორედ ამას აკეთებენ ახლა უკრაინელი სამხედროები

უკრაინამ იცის როგორ დააბრუნოს სამართლიანობა. სწორედ ამას აკეთებენ ახლა უკრაინელი სამხედროები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ მას უკვე რამდენჯერმე შეატყობინა ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ.

“ფრონტის, ჩვენი ქმედებებისა და ომის აგრესორის ტერიტორიაზე გაძევების შესახებ“, – განმარტა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ვინც ამაში ეხმარება.

“უკრაინა ამტკიცებს, რომ მან ნამდვილად იცის, როგორ აღადგინოს სამართლიანობა და გარანტიას იძლევა ზუსტად ისეთი ზეწოლის, რომელიც საჭიროა – ზეწოლა აგრესორზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება კურსკის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე გაკეთდა. უკვე რამდენიმე დღეა, რუსები სუჯას რაიონში მიმდინარე ბრძოლებზე წერენ, თუმცა უკრაინულ მხარეს კურსკის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები