spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყალწითელაში ავტომობილის გადავარდნას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში მდინარე წყალწითელაში ავტომობილი გადავარდა. უბედურ შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

 

ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან სამმა გამოსვლა მოახერხა, ორი კი ადგილზე დაიღუპა. 

 

ადგილზე შეკრებული არიან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.

 

“ქუთაისიდან მომავალი მანქანა გადავარდა წყალწითელის ხიდზე. გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირი გაარღვია. მეგობრები ყოფილან, ორი ადგილზე დაიღუპა, სამმა კი გაცურა“, – აცხადებენ თვითმხილველები.

 

ცხედრები წყლიდან უკვე ამოსვენებულია. დაღუპულებს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები