spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაალ უდუმაშვილი – ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს პარლამენტის შენობასთან

დღეს ჩვენ ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოს პარლამენტის შენობასთან, რათა  მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება ოლიგარქიულ მმართველობას და მესამე პრეზიდენტის ციხეში გამომწყვდებას.

 

“დღეს ჩვენ ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოს პარლამენტის შენობასთან, რადგან დღეს არის ქვეყნის სირცხვილის დღე – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლის სახელს უკავშირდება ქვეყნის აღმშენებლობა საკუთარ დაბადების დღეს პატიმრობაში ხვდება. სწორედ ამიტომ დღეს ათასობით ჩვენი თანამემამულე მოვა პარლამენტის შენობასთან,  რათა გააპროტესტოს ის უმსგავსობა, რაც ქვეყანაში ტრიალებს და ერთად მოითხოვოს, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და მას მიეცეს საშუალება სრულფასოვნად ჩაერთოს ქვეყნის  პოლიტიკურ ცხოვრებაში. 

 

რეგიონებიდან უკვე დაიძრნენ ჩვენი მხარდამჭერები, მოდიან თბილისისკენ, უამრავი თბილისელი გამოვა დღეს ქუჩაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფლებას და ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება,  რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს პოლიტიკური დევნისა და შურისძიების მსხვერპლი, საქართველს მოსახელოება არ შეეგუება ოლიგარქიულ მმართველობას, სიდუხჭირესა და გაჭირვებას, რომელიც ქვეყანაში სუფევს.  დღეს არის იმის დრო, რომ ხმამაღლა გამოვთქვათ პროტესტი”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები