ამ ქვეყნის თავისუფლების ხაზი დღეს სწორედ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის: კახეთის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყყანაში პროტესტი არ დასრულდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებას არ მოიპოვებს.
“ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს. სირცხვილია ქვეყნისთვის, როდესაც ადამიანი ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შექმნაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, დღეს პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება.
დღევანდელი დღე ეძღვნება სწორედ იმ პროტესტს, რომელიც არ დასრულდება, ვიდრე ეს ქვეყანა არ მოიპოვებს თავისუფლებას. ამ ქვეყნის თავისუფლების ხაზი დღეს გადის სწორედ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე.
მე მინდა ვისურვო, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ამ ქვეყნისთვის ბოლო პოლიტიკური პატიმარი, რომ დაიწყოს ქვეყნის განვითარება, ისე ქვეყანას არაფერი არ უწერია”, – განაცხადა ბოტკოველმა.
კახეთის წარმომადგენლები აქცია-მსვლელობით რუსთაველის გამზირისაკენ ორბელიანის მოედნიდან მიემართებიან.