იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთოს, ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ადრეც ვახსენე, თუნდაც ის განცხადება, რომ გადატრიალებას გეგმავდა ამერიკის მთავრობა საქართველოში, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იმედი მაქვს, რომ პრემიერმინისტრი და მისი მთავრობა შეხედავენ და განიხილავენ იმ ნაბიჯებს, რომლის გადადგმაც შეუძლიათ მათ მომავალში, რათა განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც გვქონდა საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში, რაც იყო მტკიცე ურთიერთობები.
აშშ-ს ინვესტიცია აქვს გაკეთებული, მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს, მონაწილეობდა სკოლების აღდგენაში – ვესტუმრე ახალგაზრდების ჯგუფს გუშინ, შთამბეჭდავი იყო. სიამოვნებით მონაწილეობენ პროგრამაში, რომელიც ფინანსდება ამერიკის მთავრობის მიერ. ძალიან აფასებდნენ ამ მხარდაჭერას. იგივე მოვისმინეთ ფერმერებისგან, მეწარმეებისგან, ვისაც გუშინ შევხვდით. ეს არის აშშ-ის ფოკუსი – ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს მხარს ვუჭერდით. იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებული იყოს ამ ურთიერთობების გაგრძელებით”, – განაცხადა სენატორმა.