spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – უკვე რაც შემიძლია დავადასტურო, 300-ზე მეტი ადამიანია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ამ ეტაპზე მასობრივი შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

 

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სიის შედგენა მიმდინარეობს.

 

“ამ წუთის მდგომარეობით, ახლა სია დგება… უკვე რაც შემიძლია დავადასტურო, 300-ზე მეტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კიდევ ასეული შემოუერთდება ამ პროტესტს”, – განაცხადა ნიკა მელიამ “მთავარი არხის” ეთერში.

 

“ნაციონალური მოძრაობა” მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს.

 

პარტიის ოფისის ეზოში ამ დროისთვის რამდენიმე კარავია გაშლილი, სამუშაოები გრძელდება. უკცე ცნობილია, რომ შიმშილობას იწყებენ ნიკა მელია, გიორგი ბოტკოველი, გიორგი ბარამიძე, აკაკი მინაშვილი და სხვა ლიდერები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები