spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ თქვენი და თქვენი თანამშრომლების მოღალატეობრივ საქციელს და გაფრთხილებთ, აუცილებლად აგებთ პასუხს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მიმართავს.

 

“იუსტიციის მინისტრს”

 

გუშინ, ბადრაგის თანამშრომლები ხელს მიშლიდნენ ფურცელზე დახატული საქართველოს დროშის გამოფენაში და ცდილობდნენ დროშის ხელიდან გამოგლეჯას.

 

პუტინის საქმეს რომ აკეთებთ, ეგ დიდი ხანია ვიცი. მაგრამ, დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა.

 

ტყუილად კი არ თქვა დღეს ლავროვმა, რომ ქართველებს უკვე აღარ უნდათ ნატო-ში შესვლა. აქამდე ვერასდროს ბედავდნენ ამის თქმას.

 

ოფიციალურად ვაპროტესტებ თქვენი და თქვენი თანამშრომლების მოღალატეობრივ საქციელს და გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად აგებთ ამაზე პასუხს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები