spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ხმალაძე – მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი, ულიმიტო სისტემა 1 თებერვლიდან ამოქმედდება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის დანერგვა მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, 7 განსხვავებული პაკეტიდან მათთვის სასურველი შეისყიდოს.

 

“1 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი, ულიმიტო სისტემა ამოქმედდება. ახალი პაკეტები, რომელსაც მუნიციპალიტეტი მომხმარებლებს სთავაზობს, 5 იანვრიდან გაიყიდება. მოქალაქეს შეუძლია, გააკეთოს არჩევანი 7 განსხვავებული პაკეტიდან და მისთვის სასურველი ვადიანი და ფასიანი სერვისი შეიძინოს. მნიშვნელოვანია, რომ გადახდის ახალ სისტემაში, დღევანდელი მოდელისგან განსხვავებით, ინტეგრირდება მიკროავტობუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მიკროავტობუსში და მიკროავტობუსიდან სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომა მოხდება სრულიად უფასოდ. მნიშვნელოვანია ასევე შეღავათიანი და უფასო მგზავრობები, რომელიც გავრცელდება მომხმარებლების არაერთ კატეგორიაზე, როგორიცაა სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, სოციალურად დაუცველები და სხვა მრავალი, რომლებიც ზოგ შემთხვევაში – უფასო, ზოგ შემთხვევაში კი – მნიშვნელოვნად შეთავათიანი ტარიფით ისარგებლებენ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

მისივე განმარტებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში არაერთი რეფორმა განხორციელდა – გადახდის სააბონემენტო სისტემის შემოღებაზე მუნიციპალიტეტი ბოლო ორი წელია აქტიურად ლაპარაკობს, რაზეც მუშაობა დასრულებულია და პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები