spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა

შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა.

2008 წლის 11 აგვისტოს, მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. ქართველ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს.

რუს ოკუპანტებთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები