განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინდისში განაცხადა.
“უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ გვექნება არაერთი ვიზიტი ამ რეგიონში, რაც არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან და ჩვენი ვალია მაქსიმალურად ვიზრუნოთ აქ მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე”, – აღნიშნა მან.