spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოზარ სუბარი – ამ პროტესტს მომავალი არ აქვს

მსოფლიოში არსად მომხდარა, რომ სამართლებრივი პროცესი შიმშილობის ან სხვა პროტესტით გზით წყდებოდეს, შესაბამისად, ამ პროტესტს არ აქვს მომავალი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

“შიმშილობა ისეთი რამისთვის, რომ ვისაც მისჯილი აქვს, ის უნდა გათავისუფლდეს ციხიდან, არის სრული აბსურდი. ეს არ შეიძლება მოხდეს, ასეთი რამ არ მომხდარა მსოფლიოში არსად, რომ სამართლებრივი პროცესი შიმშილობის ან სხვა პროტესტით გზით წყდებოდეს, შესაბამისად, ეს ვერ მიგვიყვანს ვერანაირ ლოგიკურ შედეგამდე და დასასრულამდე, ამიტომ ამ პროტესტს არ აქვს არანაირი მომავალი“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

“ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები