spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს მოუგებს და მოახერხებს არჩევნების შედეგების დაცვას

შიშზე მიანიშნებს, არაფერი აქვს სათქმელი, ბოლოს რაზეც ილაპარაკა იყო ბაობაბების გახმობა, სხვაზე მას საუბარი არ შეუძლია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადა.

“მკვეთრი და მკაფიო მესიჯები სასარგებლოა და კარგია. ბიძინა ივანიშვილმა იცის და ვერ იტყვის, რომ გაფრთხილებული არ იყო, რომ მას მოუწევს პასუხისგება, იმისთვის რასაც არჩევნების გაყალბება ჰქვია.

მინდა ყველას გავაგებინო, მათ შორის ჩვენ დასავლელ მეგობრებს, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს მოუგებს და იგი მოახერხებს არჩევნების შედეგების დაცვას და ამით ვიამაყებთ ყველანი, ჩვენც და ჩვენი დასავლელი მეგობრებიც”, – განაცხადა გვარამიამ.

სენატორმა ჯინ შაჰინმა დღეს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს, თუმცა მან უარი განაცხადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები