გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი აცხადებს, რომ „ომიკრონის“ წინააღმდეგ იმუნიტეტის შესანარჩუნებლად გერმანელებისთვის ვაქცინის მეოთხე დოზა იქნება საჭირო.
“დაგვჭირდება მეოთხე აცრა, ეს უკვე ვიცით – ჩვენ გვჭირდება სპეციფიკური ვაქცინაცია „ომიკრონის“ წინააღმდეგ“, – განაცხადა ლაუტერბახმა.
მისივე თქმით, მესამე დოზის დაცვა ხანგრძლივი არ არის.
გერმანიამ უკვე შეუკვეთა „ფაიზერს” ვაქცინები, რომლებიც სპეციალურად „ომიკრონის“ წინააღმდეგ იქნება მიმართული.
მინისტრის თქმით, 80 მილიონ დოზას აპრილში ან მაისში მიიღებენ.