პარტია “ახალის” თანათავმჯდომარეზე ნიკა მელიაზე თავდასხმას ნიკა გვარამია ეხმაურება.
“უკნიდან ჩუმად მიმპარავ, ტროლებით მოქმედ ლაჩარ ქოცურ ხელისუფლებას მაინც არაფერი არ უშველის!
არ გვეშინია, უკან არ ვიხევთ, 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ!
ცვლილება მაინც იქნება!” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ.
ნიკა მელია პარტიის ოფისის გახსნის შემდეგ მედიის შეკითხვებს პასუხობდა, როდესაც მასთან მამაკაცი მიიჭრა და დაარტყა.