spot_img
spot_imgspot_img
spot_img

საპარლამენტო ოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს

საპარლამენტო ოპოზიცია  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ დაჩქარებული წესით შემოტანილი კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს.  

 

“ლელოს” წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მმართველი ძალის ეს გადაწყვეტილება არის გზავნილი ყველა საჯარო მოხელის მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან თავიანთი მოვალეობის შესრულებისთვის. 

 

“მედიით ცნობილი გახდა, რომ  „ქართული ოცნების“ 7 დეპუტატის მიერ  მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისასახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და პარლამენტის მიერ არჩეული სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან ჩამოცილებას, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ ამ ინსტიტუციას უთხრის ძირს და აყენებს უზარმაზარ დარტყმას, წარმოადგენს ღია გზავნილს უმრავლესობის მხრიდან ყველა მათგან დამოუკიდებელი, თუ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიმართ, საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის. 

 

საგანგაშოა ასევე ის ფაქტი, ახალი წლის წინა კვირაში არის შემოსული ეს ინიციატივა. ის მომზადებულია ყველასგან ფარულად, თავად ინსპექტორიც კი არ ყოფილა ჩართული და ინიციატორი ითხოვენ ამ ძალიან სქელი პაკეტის დაჩქარებული წესით მიღებას. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არის რეფორმის საფარქვეშ დარტყმის განხორციელება სახელმწიფო ინსპექტორზე, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ ყველა ინსტიტუციაზე. მიგვაჩნია, დაუშვებელია, ასეთი სქელტანიანი პროექტის დაჩქარებული განხილვა”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.  

 

დეპუტატების განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამიზნედ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ უფლებების დარღვევის დაფიქსირების და ამ ფაქტზე საქმის აღძვრის გამო იქცა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები