spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – კეთილი ინებონ და იპოვონ რეფერალური საავადმყოფო, რომელიც სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და რეაბილიტაციას

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია მესამე პრეზიდენტის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს.

 

“ფაქტი ერთია – გუშინდელი ინციდენტის შემდეგ არაფრით არ განსხვავდება ეს ჰოსპიტალი გლდანის ციხისგან, ამიტომ სააკაშვილის აქ ყოფნა აღარ შეიძლება. იგი უნდა იქნეს გადაყვანილი. კეთილი ინებონ და იპოვონ რეფერალური საავადმყოფო, რომელიც სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და რეაბილიტაციას. თუ არადა, სხვა ქვეყანაში ყველა შემთხვევაში. იმიტომ, რომ აქ ის არც უსაფრთხოდაა, არც რეაბილიტაცია უტარდება, მეტიც როცა უნდათ, მაშინ შედიან და უახლებენ წამების ტრავმას”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან.

 

მან ასევე მესამე პრეზიდენტს მიმართა, მასთან ადვოკატების შესვლა მოითხოვოს. 

 

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, წუხელ მისი გორის ჰოსპიტალიდან ძალით გადაყვანას შეეცადნენ, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები