ველოდები ძალიან მკაფიო განცხადებებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილისგან, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ ან რეფერალურ კლინიკაში ან ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ მიხეილ საკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკშვილის სიცოცხლის სანაცვლოდ ოპოზიციის გაჩუმებას ითხოვს.
“მიხეილ სააკაშვილი, არა თუ ფსიქოლოგიურად, ფიზიკურადაც ჯანმრთელად არ არის. ეს ჰოსპიტალი არის იგივე გლდანის ციხე. სააკაშვილის უნდა იყოს გადაყვანილი ჰოსპიტალში ან რეფერალულ კლინიკაში, ან საზღვარგარეთ, იქნება ეს უკრაინა, თუ სხვა ქვეყანა, მნიშვნელობა არ აქვს.
ესენი ჩვეულებრივ პოლიტიკურ ვაჭრობას იწყებენ, ან სააკაშვილის სიცოცხლე, ან ოპოზიციის გაჩუმება და იმ კანონპროექტების მიღება, რომლითაც ყველაფერი უქმდება, რაც ამ ქვეყანაშია.
რაც აქ ხდება, ეს არის ალიყულის გარტყმა სალომე ზურაბიშვილის რეპუტაციაზე. ველოდები ძალიან მკაფიო განცხადებებს სახალხო დამცველისგან, ყველა დანარჩენისგან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილისგან, რომ რეაბილიტაცია აქ არის შეუძლებელი და სააკაშვილი უნდა გაიყვანონ ან რეფერალურ კლინიკაში, ან ქვეყნის გარეთ”, – განაცხადა გვარამიამ.