spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – პატიმრის გადაყვანის შეთანხმება არ ხდება ადვოკატებთან

პატიმრის გადაყვანის შეთანხმება არ ხდება ადვოკატებთან და ეს არ არის საჭირო გაწერილი პროცედურა, – ამის  შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ დაემოერჩილა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას.

 

“როდესაც ხდება პატიმრის გადაყვანა, ამის შეთანხმება არ ხდება ადვოკატებთან და ეს არ არის საჭირო გაწერილი პროცედურა. ადვოკატს შეუძლია მოინახულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამუშაო დღეეების განმავლობაში და იქ განსაზღვრულია საათებიც. ისე ნუ წარმოაჩენთ, თითქოს პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე ნორმა დაარღვია.  ის გაწერილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, მივიდნენ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, გააცნეს მას ძალიან მშვიდად და მისაღებ ფორმებში ეს გადაწყვეტილება და ის არ დაემორჩილა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას. თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, რომ ძალადობროივად გადაყავდათ?”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

 

ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ წნევის ცვალებადობა აღენიშნა, რის გამოც შეჩერდა გადაწყვეტილების აღსრულება.

 

მისივე თქმით, როდესაც პატიმარი არ ემორჩილება კანონიერ მოთხოვნებს, შესაძლებელია მის წინაღმდეგ გამოყენებული იქნეს იძულებითი ღონისძიებები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები