spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ჯიშკარიანი – გორის ჰოსპიტალი მინიმუმ ვალდებულია, განცხადება გააკეთოს, თუ როგორ მოხდა პაციენტის გაწერა ისე, რომ პაციენტმა არ იცოდა

გორის ჰოსპიტალი მინიმუმ ვალდებულია, განცხადება გააკეთოს, თუ როგორ მოხდა პაციენტის გაწერა ისე, რომ პაციენტმა არ იცოდა –  ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

 

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის კურსი ჯერ დასრულებული არ არის. 

 

“საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ მკაცრად ითხოვს, რომ პაციენტი იყოს ინფორმირებული ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რაც ტარდება კლინიკაში მის მიმართ. აქ ჩვენ ვიგებთ, რომ პაციენტი არ იყო ინფორმირებული, რომ ის გაეწერა საავადმყოფოდან. ასე რომ, გორის ჰოსპიტალი მინიმუმ ვალდებულია, განცხადება გააკეთოს, თუ როგორ მოხდა პაციენტის გაწერა ისე, რომ პაციენტმა არ იცოდა და არ იყო ინფორმირებული და კრიტერიუმით მიიღო ეს გადაწყვეტილება, როდესაც სახეზეა ნევროლოგიური სიმპტომატიკა,  ასევე არის პრობლემები სხვა მხრივ, რომელსაც ესაჭიროება გამოკვლევები ზუსტი დიაგნოსტირებისთვის და მკურნალობის კურსის შეცვლა”,- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები