spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი იონათამიშვილი – ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არცერთი მსგავსი მაგალითი არ არსებობს, რომ ეს ორი ფუნქცია რომელიმე უწყებას ერთად ჰქონდეს

“შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება იმიტომ, რომ ეს იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში, არცერთი მსგავსი მაგალითი არ არსებობს, რომ ეს ორი ფუნქცია რომელიმე უწყებას ერთად ჰქონდეს”, – ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა დეპუტატების შეკითხვას, შესწავლილი აქვთ თუ არა მსგავსი მაგალითები სხვა ქვეყნებში ამ ორი უწყების ერთად ფუნქციონირების. 

 

როგორც იონათამიშვილმა განმარტა, ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს მაგალითი, სადაც ამ ორი ფუნქციას ერთი უწყება ითავსებს. ასევე, იონათამიშვილმა ჩამოთვალა ქვეყნები, სადაც საგამოძიებო და პერსონალურ დაცვის ფუნქციას სხვადასხვა უწყება ახორციელებს. 

 

“შვეიცარია – ფუნქციონირებს მონაცემთა დაცვის და ინფორმაციის ფედერალური კომისიის სამსახური. ფედერალური კომისარი პასუხისმგებელია ხელისუფლებისა და კერძო ორგანოების მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ზედამხედველობაზე. ის არ შეიცავს საგამოძიებო ფუნქციას. ფინეთი – არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ომბუდსმენის სამსახური. იგი წარმოადგენს ეროვნულ, დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოს, რომელიც აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას. ის არ შეიცავს საგამოძიებო ფუნქციას. საფრანგეთი – ფუნქციონირებს ინფორმატიკისა და თავისუფლების ეროვნული კომისია, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ მარეგულირებელ ორგანოს. ის არ შეიცავს საგამოძიებო ფუნქციას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები