spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თერჯოლაში, სამხატვრო სკოლაში, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით სამხატვრო სკოლაში, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

 

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან ერთად შეუერთდა.

 

“არაფორმალური განათლების მიღება ახალგაზრდებში ძალიან მნიშვნელოვანია. მუნიციპალიტეტში არსებულ სამხატვრო სკოლაში მომავალ თაობას აქვს შესაძლებლობა, ხელოვნებაში სრულფასოვანი განათლება მიიღონ.დღეს, საგამოფენო დარბაზში მოსწავლეთა მიერ, წარმოდგენილი იყო საახალწლო თემატიკის ნამუშევრები. ისინი არამარტო, ეუფლებიან მხატვრობას, არამედ სწავლობენ ერთმანეთის პატივისცემას, თანადგომას, მეგობრობასა და სიყვარულს.მინდა მადლობა გადავუხადო სამხატვრო სკოლის დირექტორს გაწეული შრომისთვის და მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდის საქმეში, აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი.გისურვებთ მშვიდობას, დღეგრძელობას, კეთილდღეობას, წინსვლასა და გაძლიერებას“, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

 

ა(ა)იპ სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით სამხატვრო და სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს დღეს საახალწლო საჩუქრებიც გადაეცათ.

 

“თერჯოლის მერია ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების არაფორმალური განათლების მიღებას და მათ პროფესიულ განვითარებას“, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები