“ელგუჯა ცომაიას ჩვენების მიხედვით, დეტალურადაა აღწერილი ბრალდებულ გიორგი ლორთქიფანიძის ქმედებები თუ რაში გამოიხატა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთისას”, – ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
პროკურორის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, დაკავებულებმა – გიორგი ნარიმანიძემ, ელგუჯა ცომაიამ, ზურაბ და შალვა წოწორიებმა მათთვის წარდგენილი ბრალდება აღიარეს.
ამასთან, ძალაში დარჩა მათთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.