spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლონდა თოლორაია – რატომ ხდება ამ სამსახურის ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია?

რატომ ხდება ამ სამსახურის ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია? რატომ არ ნაწილდებიან ეს თანამშრომლები ორ სხვადასხვა სამსახურში? – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც სამსახურის გაუქმების შესახებ ახალ კანონპროექტზე მსჯელობენ.

 

ლონდა თოლორაიამ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ასევე კითხვით მიმართა, რატომ არ იყო ინფორმირებული, თუ სამსახურის ლიკვიდაციის გადაწყვწეტილება ქონდათ მიღებული. 

 

“თქვენ თქვით, რომ არაფერი უქმდება, რატომ ხდება ამ სამსახურის ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია? რატომ არ ნაწილდებიან ეს თანამშრომლები ორ სხვადასხვა სამსახურში? თქვენ დაიწყეთ ძალიან დიდი პათოსით და მიმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს, რომ ისინი არსად მიდიან. ეს არის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად მაღელვებს..

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მყოფი ვერცერთი თანამშრომელი ვერ იტყვის, რომ ლონდა თოლორაიამ რაიმე პრობლემა შეუქმნა რომელიმე ძველ თანამშრომელს. პირიქით, ძალიან ბევრი მათგანი დღეს უფრო მაღალ თანამდებობაზეა და ერთ-ერთი ჩემი მოადგილეც გახლავთ სწორედ ძველი კადრი.

 

გავიგეთ, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მივიღეთ, რადგან ამის ღირსადაც არ ჩავითვალეთ, მაგრამ მაინტერესებს, რატომ არ გამოგვეგზავნა თუნდაც უკვე დაინიცირებული კანონპროექტი იმისთვის, რომ დღეს ჩვენ მეტი ინფორმაცია გვქონოდა? ეს მიზეზები, რასაც ახლა ვამბობ, მაფიქრებინებს, რომ ჩვენ რეალურ რეფორმას ამ კანონით არ ვატარებთ“, – განაცხადა თოლორაიამ.

 

პარლამენტი დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მომზადებულ პაკეტს იხილავს. პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები